ენა
ტოპ ჟანრი
ჟანრი
დაუმარცხებელი
Invincible
არასაბავშვო ანიმაცია, რომელიც დაფუძნებულია Skybound/image comic-ზე, არის თინეიჯერზე, რომლის მამა პლანეტაზე ყველაზე ძლიერი სუპერგმირია.
ძველი გვარდია 2
The Old Guard 2
ენდი და მისი უკვდავი მებრძოლების გუნდი აგრძელებენ კაცობრიობის დაცვას. ამჯერად მათ ძლიერი მტრის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა მტრის, რომელიც ძველი გვარდიის თვით არსებობას უქმნის საფრთხეს.
ავატარი: ცეცხლი და ფერფლი
Avatar: Fire and Ash
RDA-ს წინააღმდეგ დამანგრეველი ომისა და უფროსი ვაჟის დაკარგვის შემდეგ, ჯეიკ სალიმ და ნეიტირის პანდორაზე ახალი საფრთხე დაემუქრა: ფერფლის ხალხი, ძალადობრივი და ძალაუფლების მოყვარული ნა’ვის ტომი, რომელსაც ულმობელი ვარანგი მეთაურობს. ჯეიკის ოჯახმა უნდა იბრძოლოს საკუთარი გადარჩენისთვის და პანდორის მომავლისთვის იმ კონფლიქტში, რომელიც მათ ემოციურ და ფიზიკურ ზღვრებამდე აყენებს.
ძვირფასო სანტა
Dear Santa
პატარა ბიჭს წერილის წერისას სიტყვა „სანტა“ ეშლება და წერილს „სატანას“ უგზავნის. მის წინაშე თავად ქვესკნელის მეუფე წარსდგება, რომელიც მზადაა ბიჭუნას სურვილები აუსრულოს, თუმცა ამას თავისებური, ქაოსური მეთოდებით აკეთებს.
ვირთხები: მხედვარის ზღაპარი
The Rats: A Witcher Tale
გაბედული ძარცვის განსახორციელებლად, ექვსი გააფთრებული ბანდიტისგან შემდგარმა ბანდამ უპრეცედენტო რამ უნდა გააკეთოს: ენდოს ერთმანეთს და დაღლილ ჯადოქარს. ჯადოქარი თანხმდება მათთან შეერთებას, მაგრამ გეგმა სწრაფად ინგრევა, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.
სენდმენი
THE SANDMAN
მოთხრობის მთავარი გმირი მორფეუსია. ის ოცნებების ოსტატია. მართალია, ამ ყველაფერთან ერთად, ის უბრალო ოკულტისტმა მოატყუა, მან მოახერხა მორფეუსის დამწყვდევა ხანგრძლივი სამოცდაათი წლის განმავლობაში. ღვთაება მთელი ძალით ცდილობდა ბორკილების მოშორებას. ამდენი წლის შემდეგ მან მაინც მოახერხა მშობლიურ სამყაროში დაბრუნება, რომელიც შეიცვალა. ახლა მორფეუსი შეეცდება დაიბრუნოს თავისი ძალები, თუმცა, როგორც გაირკვა, მის გარშემო არა მხოლოდ სამყარო შეიცვალა, არამედ თავადაც სრულიად განსხვავებული გახდა...
ლეგენდა ოჩიზე
The Legend of Ochi
კარპატიის კუნძულზე მდებარე შორეულ სოფელში, მორცხვი ფერმერი გოგონა, სახელად იური, ოჩის სახელით ცნობილი არსებების მიმართ შიშით იზრდება. თუმცა, როდესაც იური აღმოაჩენს, რომ დაჭრილი პატარა ოჩი საკუთარ ჯგუფს ჩამორჩება, ის სახიფათო მოგზაურობაში მიემგზავრება, რათა არსება ოჯახთან გააერთიანოს.
როგორ მოიპარა გრინჩმა შობა
How the Grinch Stole Christmas
ფილმის მთავარი გმირი სახელად გრინჩი იყო მწვანე და თმიანი და არავის არ უყვარდა.ერთხელ როდესაც ყველა მხიარულობდა შობის დღესასწაულს გრინჩმა გადაწყვიტა შობის მოპარვა
მისია წითელი
Red One
სათავგადასავლო კომედია, რომელშიც მოვლენები ვითარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მას შემდეგ, რაც იდუმალი ბოროტმოქმედი გაიტაცებს სანტა კლაუს ჩრდილოეთ პოლუსიდან, უკიდურესად დიდი და მრისხანე ელფი ოპერმუშაკი კალუმ დრიფტი იძულებულია ითანამშრომლოს მოფლიოში ყველაზე გამოცდილ კვალმძებნელთან ჯეკ ო’მელისთან გატაცებული სანტას მოსაძებნად და შობის გადასარჩენად…
ცხრა დღე
NINE DAYS
დრამა, რომელშიც მოვლენები პარალელურ განზომილებაში ვითარდება და უდაბნოში მცხოვრები უილის შესახებ მოგვითხრობს. მის სახლში ჯერ არშობილი ხუთი ადამიანის სული მიდის, რათა ტესტირება გაიარონ და დედამიწაზე დაბადების შანსი მიიღონ. ცხრა დღის განმავლობაში უილი თითოეულ მათგანს ამოწმებს, მაგრამ მას მხოლოდ ერთის არჩევა შეუძლია. გამარჯვებული რეალურ სამყაროში ახალშობილად გახდომის ნანატრი შესაძლებლობით დაჯილდოვდება, ხოლო დანარჩენები არსებობას შეწყვეტენ. მაგრამ მალე უილი სხვა კანდიდატებისგან განსხვავებული ემის სულის სახით საკუთარი ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება
სამეფო: აშინი ჩრდილოეთიდან
KINGDOM: ASHIN-JEON
**„სამეფო: აშინი ჩრდილოეთიდან“ (Kingdom: Ashin of the North, 2021)** არის სამხრეთ კორეული ისტორიული თრილერი და „Kingdom“ სერიის პრიკველი. ფილმი მოგვითხრობს აშინის, იდუმალი ქალის, ისტორიას, რომელიც ჩრდილოეთით, იასნიან ჯოსეონის სამეფოს ზღვარზე ცხოვრობს. ფილმი იკვლევს მისი ტანჯვის, დანაკარგისა და შურისძიების გზას, რაც დაკავშირებულია მიცვალებულთა გამოცოცხლების საიდუმლოსთან. მას შემდეგ, რაც მისი სოფელი დაიღუპება და ოჯახი გაანადგურეს, აშინი იწყებს შურისძიების გზაზე სიარულს, რაც მას გაუჩერებელ ძალად დაანგრევს. „სამეფო: აშინი ჩრდილოეთიდან“ არის ვიზუალურად შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული ნამუშევარი, რომელიც ზებუნებრივ ელემენტებს შერწყმულია ისტორიული დრამის სიღრმეებთან.
თავდაყირა ჯადოქრობა
UPSIDE-DOWN MAGIC
ნორი ჰორნერი და მისი საუკეთესო მეგობარი რეინა მკვიდრობაში მაგიის სკოლაში ჩააბარებენ, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ თავიანთი განსაკუთრებული უნარების განვითარებას. თუმცა, ნორის უნარები არამარტო უჩვეულოა, არამედ არასტაბილურიც – ის \"თავდაყირა ჯადოქრობის\" უნარს ფლობს, რაც არაპროგნოზირებადი და სახიფათოდ მიიჩნევა. ამის გამო, ნორი განსხვავებულ ჯგუფში ხვდება, სადაც სხვა ბავშვები მათი „არასწორი“ უნარების მართვას სწავლობენ. თუმცა, ნორი მტკიცედ სჯერა, რომ მისი უნარები შესაძლოა ძლიერიც აღმოჩნდეს და დიდი სურვილი აქვს დაამტკიცოს, რომ განსხვავებულობა არ ნიშნავს სისუსტეს.
მემკვიდრეობა
Legacies
კლაუს მიქაელსონისა და ჰაილი მარშალის ქალიშვილი, ჰოუფ მიქაელსონი, ყველაზე უფრო ძლევამოსილი ვამპირების, მაქციებისა და ჯადოქრების მოდგმის შთამომავალია. იმ მოვლენებიდან, რასაც „The Originals „- ში აქვს ადგილი, ორი წლის შემდეგ, იგი და ტყუპები- ლიზი და ჯოზი ისწავლიან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ სკოლაში. ეს სკოლა ერთგვარი ნავსაყუდელია, რომელშიც ისეთ არსებებს, როგორიც ვამპირები, მაქციები და ჯადოქრები არიან, შეუძლიათ ისწავლონ როგორ უნდა აკონტროლონ თავიანთი ზებუნებრივი შესაძლებლობები და იმპულსები
როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი: სახლში დაბრუნება
HOW TO TRAIN YOUR DRAGON: HOMECOMING
\"სლოკინა\" და \"უკბილო\" ერთიანდებიან, რათა ყველა მათ მსგავსს შეახსენონ, რომ ვიკინგებსა და დრაკონებს შორის ურღვევი კავშირია.
ჯენგლი: საშობაო მოგზაურობა
Jingle Jangle: A Christmas Journey
მოვლენები უჩვეულოდ ლამაზ ქალაქში, კობლტონში ვითარდება და ექსცენტრული სათამაშოების მწარმოებლის, ჯანგლის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ფანტაზიებით და საოცრებებით სავსე, უნიკალურ გამოგონებებს ანალოგი არ გააჩნია. თუმცა, ერთ დღეს მისი ნდობით აღჭურვილი შეგირდი მას ყველაზე ძვირფას ქმნილებას მოპარავს, რაც მთავარ გმირის განადგურებულს დატოვებს. მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, როდესაც ჯანგლის გონიერი და მარაგი შვილიშვილი, ბაბუის დიდი ხნის დავიწყებული გამოგონებასთან ერთად ნებისმიერ ფასად სამართლიანობის აღდგენას გადაწყვეტს, რომელიც საბოლოოდ ჯანგლის ძველ ჭრილობებს კურნავს, დღესასწაულის სულს უბრუნებს და მის შინაგან მაგიას აღვიძებს.
ჯიუჯიცუ | JIU JITSU
ახალი საიფაი საბრძოლო ხელოვნების შესახებ დიმიტრი ლოგოტეტის , პროდიუსერის და ამავდროულად კიკბოქსერის ხელმძღვანელობით.
ფერიის ნათლული
GODMOTHERED
ახალგაზრდა და გამოუცდელი ფერია-ნათლია გადაწყვეტს დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და უშველოს პატარა გოგონას, რომელსაც დახმარებაზე უარი უთხრეს.
ალქაჯები
THE WITCHES
ერთი ახალგაზრდა ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც 1967 წლის მიწურულს საყვარელ ბებიასთან გადადის საცხოვრებლად ალაბამას პატარა ქალაქ დემოპოლისში. ბებია და შვილიშვილი მომხიბვლელ, მაგრამ ბოროტ ჯადოქრებს გადაეყრებიან, და ჭკვიანი ბებია ბიჭს ერთ მდიდრულ ზღვისპირა კურორტზე გააპარებს რათა მათ აარიდოს. სამწუხაროდ ისე მოხდება, რომ ზუსტად იმ დროს ჩავლენ კურორტზე, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი გულითად მეგობრებს შეკრებს მთელი მსოფლიოდან, თავისი საზარელი გეგმის განსახორციელებლად.
ღამის ჩანაწერები | Nightbooks
ჯ. ე. უაიტის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნის ადაპტაცია, საშინელი ისტორიებით შეპყრობილი ბიჭის სახელად ალექსის შესახებ, რომელიც ბოროტი ახალგაზრდა ჯადოქრის ჯადოსნური ბინის ხაფაზნგში მოხვდება. ახლა იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს გარდაუვალი სიკვდილი, ალექსიმ ჯადოქარს ყოველ ღამე საშინელი ამბავი უნდა მოუყვეს, სადაც ის ჯადოქრის კიდევ ერთ ტყვე გოგონას, იაზმინს შეხვდება. მათ ახლა თავიანთი უნარები ბოლომდე უნდა გამოიყენონ, რათა მისი ბინის სხვადასხვა საფრთხეებით სავსე ლაბირინთებიდან გაიქცნენ.
ლოკი
Loki
ლოკი – 2019 წლის ფილმის «შურისმაძიებლები 4: თამაშის დასასრულის« მოვლენების დროს, ცეცხლის, ცბიერების და მზაკვრობის ღმერთი — ლოკი, ტესერაქტს იპარვას და მასთან ერთად გაქცევას ახერხებს. მალე თავისუფლების და უსასრულობის ქვის მოპოვების შემდეგ, მთავარი გმირი ტესერაქტის გამოყენებით დროში მოგზაურობას და კაცობრიობის ისტორიის შეცვლას იწყებს, რის შედეგადაც თავისი კრიმინალური თრილერის ხაფანგში აღმოჩნდება, რასაც საბოლოოდ იგი «თორის მეოთხე ნაწილში» მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მინი-სერიალში მოვლენები სრულიად სხვა სამყაროში ვითარდება, ის ფილმების, «შურისმაძიებლები 4: თამაშის დასასრულის« გაგრძელება და 2022 წლის «დოქტორი სტრეინჯი 2: სიგიჟის მულტივერსში»-ის პრიკველი, და ასევე Marvel-ის კინოსამყაროს მეოთხე ფაზის მესამე ტელესერიალი გახდება
მიწისქვეშეთი და დრაკონები: ღირსება ქურდებს შორის | DUNGEONS & DRAGONS: HONOR AMONG THIEVES
ამავე სახელწოდების ლეგენდარული ფენტეზური სამაგიდო როლური თამაშის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები გამოგონილ ზღაპრულ-სამყაროში ვითარდება, სადაც დრაკონები და ორკები, გნომები და ელფები, ჯადოქრები და რაინდები ერთად ცხოვრობენ. მათ ფანტასტიკური თავგადასავლები ელოდებათ, სადაც დაკარგული რელიქვიის საპოვნელად, მომხიბვლელი ქურდი და მისი ავანტიურისტთა ჯგუფი ეპიკურ ძარცვას გეგმავენ, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ისინი ბოროტ ადამიანებს წააწყდებიან.
რენფილდი | RENFIELD
ბრემ სტოკერის ცნობილ რომანზე “დრაკულა” დაფუძნებული ფენტეზური ჰორორ-კომედია, ისტორიაში ყველაზე ნარცისული ბოსის, გრაფ დრაკულას ერთგული, მაგრამ დატანჯული ლაქიის, რენფილდის შესახებ, რომელიც იძულებულია ინადიროს თავისი ბატონის მსხვერპლზე და შეასრულოს მისი ყველა დავალება, როგორი დამამცირებელიც არ უნდა იყოს ისინი. თუმცა, მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, როდესაც რენფილდს მოხერხებული საგზაო პოლიციელი რებეკა კუნისი შეუყვარდება და ახალი ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს.
დრაკონის მარგალიტი სუპერი: ბროლი | DRAGON BALL SUPER: BROLY
ძალაუფლების ტურნირის შემდეგ დედამიწა მშვიდია. გააცნობიერა, რომ სამყაროში ჯერ კიდევ ბევრი ძლიერი ადამიანი ინახავს, გოკუ მთელ დღეებს ატარებს ვარჯიშზე, რათა მიაღწიოს უფრო დიდ სიმაღლეებს. შემდეგ ერთ დღეს, გოკუსა და ვეგეტას პირისპირ ხვდებიან საიანი, სახელად \"ბროლი\", რომელიც აქამდე არასდროს უნახავთ. სავარაუდოდ, საიანები თითქმის მთლიანად განადგურდნენ პლანეტა ვეგეტას განადგურების დროს, მაშ რას აკეთებს ეს დედამიწაზე? ეს შეტაკება სამ საიანს შორის, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ბედს მიჰყვნენ, საოცარ ბრძოლაში გადაიქცევა, სადაც ფრიზაც კი (ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული) ერთმანეთში ჩაერევა.
ტყეში ციცინათელების შუქში
To the Forest of Firefly Lights (Hotarubi no Mori e)
როცა ქალი ახალგაზრდა იყო, ჰოტარუ დაიკარგა, გოგონა თამაშობდა ტყესთან ახლოს ბიძიის ტერიტორიაზე, სადაც ყოველ ზაფხულს ჩადიოდა. იქ მას ჰქონდა წინასწარმეტყველური შეხვედრა სულთან, რომელიც დაეხმარა. ბიჭი გაუჩინარდებოდა, თუ ადამიანი შეეხებოდა მას. გოგონამ დაიწყო მასთან ყოველ ზაფხულს სტუმრობა, როცა ის გაიზარდა, ბიჭი ელოდებოდა ზაფხულის მოსვლას. მათი ერთად ყოფნის დროს მოდიოდა ისევ
მესამე დღე
The Third Day
რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვარი იშლება ადამიანისთვის, რომელიც ბრიტანეთის სანაპიროზე მდებარე იდუმალ კუნძულს სტუმრობს
პრინცესა | THE PRINCESS
მოქმედება ზღაპრულ სამყაროში ვითარდება, პრინცესა უარს ამბობს გაჰყვეს ცოლად მოძალადე სოციოპათს, რომელთანაც ის არის დანიშნული, მას გაიტაცებენ და გამოკეტავენ მამის ციხესიმაგრის შორეულ კოშკში. მაგრამ პრინცესა არ აპირებს დანებებას და გადაწყვეტს დაიცვას თავისი ოჯახი და გადაარჩინოს სამეფო.
საშიში ზღაპრები: ანგელოზების ქალაქი
Penny Dreadful: City of Angels
მოვლენები 1939 წელს ლოს-ანჯელესში ვითარდება, სადაც სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა მძინვარებს. როდესაც საშინელი მკვლელობა მთელ ქალაქს შეძრავს, დეტექტივი ტიაგო ვეგა და მისი პარტნიორი ლიუის მიჩენერი მკვლელობის გამოძიებას იწყებენ და უნებლიედ მთელი რიგი ეპიკური და უცნაური მოვლენების სერიებში აღმოჩნდებიან ჩათრეულები, რომლებიც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ქალაქის მდიდარ ისტორიასთან: პირველი ავტომაგისტრალის მშენებლებიდან და მისი მექსიკურ-ამერიკული ფოლკლორის ღრმა ტრადიციებიდან დაწყებული, მესამე რეიხის საშიში ჯაშუშური ქმედებებით, სანტა მუერტეს კულტით და ევანგელიზაციის აღმავლობით დამთავრებული. მალე ტიაგო და მისი ოჯახი ძლიერ ძალებს უპირისპირდებიან, რომლებსაც მათი განშორება შეუძლია
ლავკრაფტის ქვეყანა
Lovecraft Country
ამერიკელი მწერლის მეტ რაფის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული მისტიკური ჰორორი, შავკანიანი ბიჭის ატიკუს ბლეკის შესახებ, რომელიც კორეის ომიდან დაბრუნების შემდეგ, მის მეგობარ გოგონასთან, ლეტიციასთან და ბიძასთან ჯორჯთან ერთად, 1950-იან წლებში, ჯიმ კროუს კანონების დროს მთელს ამერიკაში მოგზაურობას იწყებს, რათა თავისი დაკარგული მამა იპოვოს. გზაში გმირები არა მხოლოდ თეთრკანიანი ამერიკელეი რასისტების, არამედ საშინელი მონსტრების წინააღმდეგ ბრძოლაში გადარჩებას ცდილობენ, რომლებიც თითქოს პირდაპირ ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის ნამუშევრების გვერდებიდან გაიქცნენ
სთარგერლი
STARGIRL
მოზარდი კორტნი უიტმორი ამერიკის სამართლისთვის მებრძოლ საზოგადოებას უერთდება. DC-ის კომიქსების პერსონაჟზე დაყრდნობით.
ვარსკვლავური ომები: ცუდი პარტია
Star Wars: The Bad Batch
2008 წლის ანიმაციური სერიალის “ვარსკვლავური ომები: კლონების ომი”-ს სპინ-ოფი, კაპიტანი რექსის, მეთაური კოდის და “ცუდი პარტიის” სახელით ცნობილი ელიტარული ექსპერიმენტული კლონების რაზმის შესახებ, რომლებმაც გენეტიკური მუტაცია განიცადეს, რის შედეგადაც თითოეულმა კლონმა განსაკუთრებული უნარები შეიძინა და სუპერ ეფექტური ჯარისკაცები გახდნენ. ისინი გალაქტიკაში მოგზაურობენ, რომელიც კლონების ომების დასრულების შემდეგ სწრაფად შეიცვალა, სადაც გმირები ადმირალ ტრენჩის წინააღმდეგ რესპუბლიკის სტრატეგიის ეფექტურობის აღდგენას ცდილობენ. მაგრამ უეცრად მოულოდნელი სიმართლე გამოვლინდება