
Sin City
რეჟისორი: რობერტ როდრიგეზი, ფრენკ მილერი
მსახიობები: ჯესიკა ალბა, პაუერს ბუტი, ჯუდ ჩიკოლელა, დევონ აოკი, ალექსის ბლედენი, კარა დ. ბრიგსი
ფილმი \"ცოდვილთა ქალაქი\" არის ფრენკ მილერის იგივე სახელწოდების რომანის სერიებზე დაფუძნებული თანამედროვე შავ-თეთრი კრიმინალური თრილერი. ფილმი ძირითადად მილერის სამ ნამუშევარს ეფუძნება: \"მტკივნეული დამშვიდობება\", ისტორია გულდამძიმებულ კაცზე, რომელიც მისი საყვარელი ქალის მკვლელს ეძებს; \"დიდი სქელი მკვლელობა\", რომელიც გადმოგვცემს მეძავეებისა და ვაჭრების დაჯგუფებებს შორის ქუჩის ომების ისტორიას; \"ყვითელი ნაბიჭვარი\" - უკვე ხანშიშესული პოლიციელის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ქალს გროტესკულად დასახიჩრებული სერიული მკვლელისგან იცავს