ტიპური რობოტი, სახელად როზ 7134, თავდაპირველად შეიქმნა, როგორც სხვა ავტომატური რობოტები, რათა ადამიანებისთვის ცხოვრება გაემარტივებინა. თავისი დანიშნულებით ის იდეალურად გაუმკლავდებოდა ამ ამოცანას, თუმცა მოხდა მოულოდნელი კატასტროფა. ხომალდი, რომელსაც რობოტები გადაჰყავდა, შტორმში მოყვა და ჩაიძირა. მხოლოდ როზმა მოახერხა გადარჩენა. მძლავრი ტალღების გამო ტექნიკა ცარიელ, კლდოვან კუნძულზე გამოირიყა. თავდაპირველად მხოლოდ ადამიანთა გარემოსთვის შექმნილ როზ 7134-ს სრულიად უცნობ სამყაროში მოუწია ყოფნა, სადაც არანაირი ადამიანი არ იყო. ამიტომაც, ის იძულებული გახდა, ახალ გარემოს მორგებოდა, შესწავლოდა უცნობი პირობები, გადაელახა სირთულეები და შეხებოდა ისეთ არსებებს, რომლებიც მისი პროგრამით გათვალისწინებული არ იყო.
ადამიანის ცივილიზაციისგან მოშორებული კუნძული მრავალფეროვანი ცხოველებით არის დასახლებული. როზ იძულებულია, ეძებოს, თუ ვის შეიძლება დახმარებოდა. იგი სთავაზობს თავის დახმარებას სხვადასხვა სახეობის ცხოველებს, თუმცა დიდხანს ვერ პოულობს მათგან თანხმობას. ზოგი მას თავიდან იშორებს, ზოგი გაურბის, ზოგი კი საერთოდ ცდილობს, ნაწილებად დაშალოს. მიუხედავად ამ მარცხის, როზ მაინც პოულობს თავის დანიშნულებას. შემთხვევით, ის კლავს ბატის ოჯახს და იღებს პასუხისმგებლობას გადარჩენილ პატარა ბარტყზე. მშობლების გარეშე დარჩენილი ბარტყი როზს ემოციურად ეკვრება. გამოუთქმელი, პროგრამით დაუგეგმავი ზრუნვის უნარი მის მთავარ მისიად იქცევა.
„ველური რობოტი“ მოგვითხრობს ამ უნიკალურ თავგადასავალზე, სადაც ტექნიკა და ბუნება ერთმანეთს ხვდებიან.